პოსტები სოციალური ქსელიდან

გოგონა, რომელიც არჩილ თალაკვაძემ შვილებთან ერთად დასასვენებლად ბაკურიანში წაიყვანა

Nusagi

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ყოფილი თანამშრომელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, ბაკურიანში დასასვენებლად, თავის შვილებთან ერთად, აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირის შვილი, დეა სახელაშვილი წაიყვანა.
“არის პოლიტიკის მიღმა რაღაც, ბევრად ნამდვილი… ამიტომ დავწერ… როცა შსს-ში ვმუშაობდი, დავამკვიდრეთ ტრადიცია, რომელიც მიყვარდა: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების შვილები პირველად სკოლაში მინისტრს, მის მოადგილეებსა და უწყების სხვა თანამშრომლებს მიჰყავდათ…
2015 წლის სექტემბერი. გმირი პოლიციელის შვილს, დეა სახელაშვილს, პირველიკლასისკენ მეგზურობა მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გაუწია..

გავიდა წლები…2019 წელი, აგვისტო… ბაკურიანში ვისვენებ და შემთხვევით, საოცარ ფაქტს ვაწყდები – ვხედავ, არჩილმა და მისმა მეუღლემ დასასვენებლად შვილები და ერთი ცისფერთვალა გოგონა ჩამოიყვანეს. აღმოვაჩინე, რომ ეს სწორედ ის დეა იყო… გამახსენდა, 4 წლის წინ, სკოლაში წასასვლელად ერთად რომ ემზადებოდნენ და ნერვიულობდნენ… დღესაც ძალიან მშობლიური დავინახე ამ ერთობაში… გული გამითბა, ამიჩუყდა და გაგიზიარეთ…
ალბათ, სიკეთე უნდა აღნიშნო, რომ განმეორდეს…” – წერს თეა პერტაია.
ინფორმაციისთთვის, როცა დეას მამა ომში წავიდა, ბავშვი რამდენიმე დღის დაბადებული იყო. შვებულებაში მყოფი გიგა სახელაშვილი თავად გამოცხადდა სამსახურში, რომ ომში წასულიყო.

წყარო:kvirispalitra

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,333,890 ნახვა
%d bloggers like this: