,,რომში პოლიცია გამოიძახეს, მეზობელი მამაკაცი ცოლს ატირებსო. ადგილზე მისულმა პოლიციამ კი აღმოაჩინა, რომ მოხუცი წყვილი, რომელიც 70 წელია ერთად ცხოვრობს, მარტოობით იმდენად გადაღლილა, რომ ხნიერი ქალი მთელი ხმით ქვითინებდა.
და რა ქნეს პოლიციელებმა? ადგნენ და ყველაზე ჭეშმარიტი გაგებით, საჯარო სამსახურს მიჰყვეს ხელი- ერთმა სახელდახელოდ ვახშამი გაამზადა, დანარჩენები კი ამასობაში მოხუცებს საუბრით ართობდნენ!
არ არსებობს და არ არსებულა უფრო დიდი სიკეთე, ვიდრე ადამიანების ბედნიერება და კეთილდღეობაა. სწორედ ამას ჰქვია საჯარო სამსახური (და სწორედ ამას უნდა ერქვას პოლიტიკაც ყველგან და ყოველთვის). ვოტ ტაკ! “
თამრიკო ოქრუაშვილის ფბ გვერდიდან.
Facebook Comments