მოგზაურობა

გაზრდილია რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის ტენდენცია სახმელეთო მიმართულებით

ივლისში საქართველოს მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა. სტატისტიკური მონაცემები მედიას დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა გააცნო.

ქვრივიშვილის ინფორმაციით, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.8 %-ია. ყველაზე მეტი ვიზიტორი აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან შემოვიდა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ივლისში რუსეთიდან ტურისტული ვიზიტები 14%-ითაა შემცირებული.

თუმცა, მისივე განმარტებით,  გაზრდილია რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის ტენდენცია სახმელეთო მიმართულებით.

„მიუხედავა იმ პროპაგანდისა, რომელიც მიმდინარეობს, ადამიანებს მაინც აქვთ სურვილი, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ, ბუნებრივია,  მოხარულები ვართ და მივესალმებით,  რომ გაზრდილია რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის ტენდენცია სახმელეთო მიმართულებით. გერმანია, პოლონეთი, ყაზახეთი, ჩინეთი –  ეს ის მიმართულებებია, სადაც სასიხარულოდ შემოდის კიდევ უფრო მეტი ტურისტი“,-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

6 თვის მონაცემებით, ტურიზმიდან  ქვეყნის შემოსავალმა  მილიარდ ნახევარი დოლარი შეადგინა

Facebook Comments