განათლება

სოფიო ქაცარავას შვილმა ეროვნული გამოცდები წლის საუკეთესო შედეგით დაამთავრა

Nusagi

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას შვილი, სანდრო რჩეულიშვილი წლის წარმატებულ 4 აბიტურიენტს შორის ერთ-ერთია. სანდრომ ეროვნული გამოცდები მაქსიმალური შედეგით დაამთავრა და მათემატიკის გამოცდაში უმაღლესი ქულა – 59-დან 59 აიღო. 

სანდრო “ქართული სასწავლებლის” კურსადამთავრებულია და სწავლის გაგრძელებას ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის მიმართულებით აპირებს, თუმცა უნივერსიტეტი ჯერ არ აქვს შერჩეული.

შვილის წარმატების შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სოფიო ქაცარავა წერს.

„ასეთი ამაყი, ბედნიერი და გახარებული არ ვყოფილვარ დიდი ხანია. ჩემმა სანდრომ მათემატიკაში 59 ქულიდან აიღო 59. თურმე რა განცდა ყოფილა! სანდროს და ყველა სტუდენტს ვუსურვებ წარმატებებს“,-წერს პარლამენტარი. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა  მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიისა და ბიოლოგიის გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა. გამოცდებში საუკეთესო შედეგი აქვთ: სანდრო რჩეულიშვილს (თბილისი), ნინი დეკანოიძეს (ჭიათურა), ელისაბედ აფაქიძეს (თბილისი) და ეკატერინე მოსიძეს (ზუგდიდი).

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,339,046 ნახვა
%d bloggers like this: