უცხოური მედია

ნიკოლ ფაშინიანი – არცახი სომხეთია და წერტილი!

Nusagi

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღი- სომხეთის განუყოფელი ნაწილია. ამის შესახებ ფაშინიანმა სტეპანაკეტრში, მიტინგზე განაცხადა, რომელიც სომხეთის ზაფხულის მე-7 თამაშების გახსნას მიეძღვნა.

„სომხებს შორის წლების მანძილზე არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ახლა დადგა დრო ამ ფრაგმენტულობის დასრულების. ფაშინაიანის თქმით, როდესაც ლაპარაკია „სახალხო რევოლუციაზე“, უგულისხმება სრულიად სომხეთის რევოლუცია. ეს კი ნიშნავს, რომ რევოლუცია მოხდა არა მხოლოდ სომხეთში, არამედ მთლიანად, სომხებში. ეს კი, თავის მხრივ ნიშნავს, რომ რევოლუციის ფასეულობები – საერთო სომხური ფასეულობებია. მისი გადაფასება სომხეთსა და მის მოსახლეობას დემოკრატიული ქვეყნებისა და ერებთან გვერდით აყენებს.

„რევოლუცია სომხეთში უნდა გაგრძელდეს ყარაბაღსა და მთლიანად, სომხებში. წლების მანძილზე გამეფებული იყო ერთგვარი ფრაგმენტულობა, ეს უნდა დამთავრდეს. უარი უნდა ითქვას ტერმინებზე „ყარაბაღელი“, „იჯევანელი“, „გიუმრელი““,-განაცხადა მან.

ფაშინიანმა მოსახლეობას კონსოლიდაციისა და საერთო სომხური იდეის გაშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა. ერთ-ერთი ასეთი იდეაა- ყარაბაღის განვითარება და გაძლიერება. აღნიშნული იდეის განსახორციელებლად ფაშინიანს საჭიროდ მიაჩნია დიასპორის პოტენციალის მოზიდვა. აღნიშნულ კონტექტსტში მან ხაზი გაუსვა, რომ რეპატრიაცია – ეს არის ხელისუფლების პრიორიტეტი.

„რეპატრიაცია უნდა გახდეს  ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შედეგი სომხეთის რევოლუციის. სომხეთის არმია დედამიწის 20 საუკეთესო არმიას შორის უნდა მოხვდეს, სომხეთის სპეცსამსახურები კი, მსოფლიოს საუკეთესო სპეცსამსახურებში მე-10 ადგილზე “,-აცხადებს ფაშინიანი.

„ბევრი თქვენგანი იკითხავს, რატომ არ არის ამ გეგმებში არცახი. პასუხი მარტივია: „ეს სომხეთია და წერტილი“,-განაცხადა მან. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, შემუშავდეს „საგზაო რუქა“ ამ მაჩვენებლების მისაღწევად. 

Facebook Comments
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,512 ნახვა
%d bloggers like this: