სპორტი

შვეიცარიის პროკურატურა გერმანული ფეხბურთის ყოფილ მმართველებს თაღლითობაში ადანაშაულებს

Nusagi

შვეიცარიის ფედერალური პროკურატურა გერმანიის საფეხბურთო კავშირის (DFB) ყოფილ მაღალჩინოსნებს 2006 წელს გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გამო თაღლითობაში ადანაშაულებს. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანომ ​DFB-ის ყოფილ პრეზიდენტს თეო ცვანციგერს, ყოფილ გენერალურ მდივანს ხორსტ შმიდტს და ფიფას ყოფილ გენერალურ მდივანს, შვეიცარიელ ურსლინსის ბრალი ჯგუფური თაღლითობის მუხლით, DFB-ის კიდევ ერთ ყოფილ პრეზიდენტს ვოლფგანგ ნირსბახს კი თაღლითობის ხელშეწყობის მუხლით წაუყენა.

გამოძიების მტკიცებით, ოთხმა ბრალდებულმა 2005 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისგან ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრებისთვის 10,3 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (6,7 მილიონი ევრო) გადახდის რეალური მიზნები დამალა.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გარშემო სკანდალი 2015 წელს აგორდა, მას შემდეგ რაც გერმანულმა გამოცემამ Der Spiegel-მა დაწერა, რომ გერმანიამ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება იყიდა. გამოცემის მტკიცებით, გერმანული ფეხბურთის მმართველებმა შექმნეს „შავი სალარო“, რომელშიც 2000 წელს Adidas-ისმაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა რობერ ლუი-დრეიფუსმა 10,3 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გადარიცხა. Der Spiegel-ის ინფორმაციით, ამ ფულით ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის 4 წევრი მოისყიდეს.

ვინაიდან კორუფციაში ბრალდებებს მაშინ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სვლა ვერ მიეცა, გერმანულმა პროკურატურამ საქმე გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მუხლით აღძრა. ახლა საქმე შვეიცარიის ფედერალურ პროკურატურას გადაეცა, ვინაიდან ფიფას შტაბბინა სწორედ შვეიცარიაში მდებარეობს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,334,056 ნახვა
%d bloggers like this: