ხელოვნება და კულტურა

Victoria’s Secret-ის ხელმძღვანელი გადადგა

ცნობილი ბრენდის Victoria’s Secret-ის და L brand-ის ხელმძღვანელი ედ რეზაკი თანამდებობას ტოვებს. Business Insider-ის ცნობით, რეზაკი, რომელმაც შექმნა ეს ბრენდი და თვითონ შოუს ფენომენი, აგვისტოდან პენსიაზე გასვლას გეგმავს.

ტაბლოიდები წერენ, რომ რეზაკის ეს გადაწყვეტილება ბრენდში შექმნილი რთული ფინანსური კრიზისიდან გამომდინარეობს. როგორც ცნობილი გახდა, შოუ ეთერში აღარ გავა და ხელმძღვანელობა ცვლილების განხორციელებას აპირებს.

Victoria’s Secret-ი აშშ-ში ქალის თეთრეულის მწარმოებელი უმსხვილესი ბრენდია, რომელიც დღეს კომპანია L brand-ს ეკუთვნის. მისი ისტორია 1977 წლიდან იწყება.

Facebook Comments