განათლება

დღეიდან სააპელაციო განაცხადების მიღება იწყება

Nusagi

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის სააპელაციო განაცხადების მიღება 7 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყო და 13 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

პროცესი მხოლოდ ელექტრონულად მიმდინარეობს ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge. აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.

განაცხადებს განიხილავს საგანგებოდ შექმნილი დამოუკიდებელი კომისია, რომელიც თავიდან ასწორებს მთელ ნაშრომს ან კონკრეტულ დავალებას. ქულის ცვლილების (მომატების ან დაკლების) შემთხვევაში გამოცდების მონაწილეს  აპელაციისთვის გადახდილი თანხა სრულად უბრუნდება.

აპელაციის შედეგები გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე შესაძლებლობა აქვთ ცვლილებები შეიტანონ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში.

სააპელაციო განაცხადის შევსების  დეტალური  ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე www.naec.ge

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,941 ნახვა
%d bloggers like this: