იაპონიამ კურილების საკითხზე რუსეთის პროტესტი არ მიიღო

იაპონიის ხელისუფლება არ ცნობს რუსეთის მხარის პროტესტს სამხრეთ კურილების საკითხთან დაკავშირებით, ამის შესახებ იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა განაცხადა. 

საპროტესტო ნოტის კომენტირებისას, იოსიხიდე სუგამ განაცხადა, რომ ტოკიო არ მიიღებს ასეთ პროტესტს, რადგან მიაჩნია, რომ მსგავსი წარმოდგენები მოსკოვის მხრიდან მიუღებელია. 

6 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში იაპონიის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა, რომელშიც საუბარია სამხრეთ კურილებზე უვიზო გაცვლის იაპონელ მონაწილეთა მხრიდან დაშვებულ დარღვევებზე.

იაპონია არ ცნობს რუსეთის სუვერენიტეტს სამხრეთ კურილის კუნძულებზე და რამდენიმე კუნძულის, ასევე პატარა კუნძულთა ჯგუფის დაბრუნებას მოითხოვს. რუსეთი აცხადებს, რომ აღნიშნულ კუნძულებს რუსეთი კანონიერად ფლობს. 

Facebook Comments

ახალი დადებული