საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ ტაქსისტ ძმებს, რომლებიც დედის გადასარჩენად ფულს აგროვებენ, თანხა გადაურიცხა.
,,დიდი მადლობა კაპიტანო, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. არასდროს დაგივიწყებთ ამ სიკეთეს, ჩემთვის ასე მძიმე წუთებში”, – წერს ნიკა ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
ტაქსი წარწერით – „მაიასთვის“ თბილისის ქუჩებში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა.
მაია ქართველიშვილი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. მისი სიცოცხლის გადასარჩენად 150 000 დოლარია საჭირო.
Facebook Comments