სპორტი

ფეხბურთელმა დიეგო ფორლანმა კარიერა დაასრულა

Nusagi

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა დიეგო ფორლანმაკარიერა დაასრულა. 40 წლის ურუგვაელი თავდამსხმელი ბოლოს ჰონგ კონგის „კიტჩში“ გამოდიოდა და თავისი უკანასკნელი მატჩიც 2018 წლის 13 მაისს სწორედ ამ გუნდში ითამაშა.

ფეხბურთის თამაში ფორლანმა 1993 წელს „ინდეპენდიენტეში“ დაიწყო, რის შემდეგაც „მანჩესტერში”, „ვილიარეალში”, „ატლეტიკოში”, „ინტერში”, „ინტერნასიონალეში”, „სერესო ოსაკაში”, „პენიაროლსა” და „მუმბაი სიტიში” თამაშობდა.

ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 112 შეხვედრაში მის ანგარიშზე 36 გოლია. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ფორლანის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა, რომელსაც მონტევიდეო უმასპინძლებს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,400 ნახვა
%d bloggers like this: