პოლიტიკა

მერაბ მეტრეველი – მაზოხისტი კი არ ვარ

Nusagi

სამეგრელოში ვიყავი და ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ დააბოტებდნენ რუსები ჩვენი ხელისუფლების მიერ მიტოვებულ ტერიტორიებზე და რასაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ, -ამის შესახებ ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
მერაბ მეტრეველის თქმით, აგვისტოს ომში მაშინდელმა ხელისუფლებამ შიდა ქართლისა და სამეგრელოს მოსახლეობა მტერს შეატოვა.

„ხშირად მეკითხებიან, მიშა რატომ გძულსო. მიშას მანამდეც ვაკრიტიკებდი, მაგრამ სიძულვილი 2008 წლის 12 აგვისტომდე არ მქონდა. მიშა სწორედ მაგ დღეს შემძულდა, როცა ასე სამარცხვინოდ გამოაცხადა კაპიტულაცია და ორი უზარმაზარი რეგიონის, შიდა ქართლის და სამეგრელოს მოსახლეობა მტერს შეატოვა. ჩემს მეხსიერებაში ეს ყველაზე მძიმე დღეა. მაშინ სხვა ჟურნალისტებთან ერთად სამეგრელოში ვიყავი და ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ დააბოტებდნენ რუსები ჩვენი ხელისუფლების მიერ მიტოვებულ ტერიტორიებზე და რასაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ. დღემდე არ მაქვს პასუხი კთხვაზე, რა მოხდებოდა ერთთვიანი ოკუპაციის მერე რუსებს ეს რეგიონები საერთაშორისო ზეწოლის შედეგად რომ არ დაეტოვებინათ. 
ახლგორი და კოდორი აღარ დატოვეს, როგორც იცით და დღემდე იქ არიან“,-წერს მერაბ მეტრეველი.

აღნიშნულ პოსტს ჟურნალისტის გვერდზე ფეისბუქმომხმარებელთა აქტიური გამოხმაურება მოყვა. ყოფილი ხელისუფლების მომხრეებმა მეტრეველი სხვადასხვა სალანძღავი სიტყვებით შეამკეს და „გაქანებული ქოცი“ უწოდეს, რასაც ჟურნალისტმა ახალი პოსტი მიუძღვნა.

„ახლობლები ხშირად მეუბნებიან, რად გინდა ყველაფერს რომ წერ, რასაც ფიქრობ, ხომ ხედავ, ხან ნაცები გლანძღავენ და ხან ქოცებიო. მოგწონს ესო? ლანძღვა ვის მოსოწონს! მართლა მაზოხისტი კი არ ვარ. მეც მიფიქრია ზოგჯერ, ხომ არ შევეშვა პოლიტიკურ პოსტებს და ზოგიერთივით პეპლებზე და ყვავილებზე ვპოსტო-მეთქი, მაგრამ ყოველთვის, როგორც კი ეს აზრი მომდის და ვხვდები, რომ სიმართლის დაწერისგან თავი მარტო იმიტომ უნდა შევიკავო, რომ ან ნაცმა არ დამაბულინგოს, ან ქოცმა, ეგრევე თავი მეზიზღება! გამოდის, რომ მათ შატაჟსს ვექვემდებარები. ამათი ბულინგის მიზანიც ხომ ესაა, თავისუფალ ადმაიანებს პირი ამოგვიკერონ და ყველანი მათი შანტაჟის ქვეშ გვამყოფონ!
ჰოდა, ვერ ეღირსებით!“,-დაწერა მერაბ მეტრეველმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,984 ნახვა
%d bloggers like this: