უცხოური მედია

ბარსელონის აუზებში ქალებს მკერდმოშიშვლებულად ცურვის ნებართვა მისცეს

Barcelona city pool
Nusagi

ბარსელონის მერიამ ქალებს მუნიციპალურ აუზებში მკერდმოშიშვლებულად ცურვის ნებართვა მისცა. ამის შესახებ CNN-ი წერს. მანამდე სპორტულ ცენტრებში ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული რეკომენდაციები მოქმედებდა. ზოგ აუზში ეს მთელს ტერიტორიაზე იყო ნებადართული, ზოგში კი მხოლოდ ღია სივრცეში.

გარკვეული საზოგადოებრივი ორგანიზაციები ამას სქესობრივ დისკრიმინაციად აფასებდნენ, რადგან კაცებს საცურაო კოსტუმის ზედა ნაწილის ტარებას არავინ ავალდებულებს. 

დისკრიმინაციასთან  ბრძოლის ცენტრის ივნისში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რამდენიმე მუნიციპალურ აუზში ქალების უფლებების შემზღუდველი წესები მოქმედებდა. ამიტომ მერიამ მიიღო კანონი, რომელიც ყველა აუზს თანასწორობის გარანტიის დაცვას ავალდებულებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი კანონმდებლობა ქალებს მკერდმოშიშვლებულად ცურვას აქამდეც არ უკრძალავდა, მაგრამ ახალმა რეგულაციებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. შეტყობინება ახალი წესების შესახებ ქალაქის ყველა აუზში გაიგზავნა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,155 ნახვა
%d bloggers like this: