სამართალი

ვატო წერეთელს დღეს დაკითხავენ

Nusagi

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილი ვახტანგ (ვატო) წერეთელი დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება. 

შესაბამისი განცხადება პროკურატურამ 6 აგვისტოს გაავრცელა.  თავად ვატო წერეთელმა კი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი. 

„სამგორი თრედისა“ და „სამგორი M“-ის მფლობელი ავთანდილ წერეთელი პროკურატურამ 2019 წლის მარტში დაკითხა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, ,,თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.

ამ საქმესთან დაკავშირებით ვატო წერეთელმა სოციალურ ქსელში რამენჯერმე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის გაკვირვებას გამოთქვამდა, თუ რატომ არ დაკითხეს პროკურატურაში, რადგან ორი კომპანიიდან, რომლის გარშემოც მოვლენები ვითარდებოდა, წილებს სწორედ ის ფლობდა. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,339,001 ნახვა
%d bloggers like this: