პოსტები სოციალური ქსელიდან

რომელ რუსეთს ვუგებთ ომს? მიშას ხალხი აქეთ დადექით, ბიძინასი-იქეთ…

Nusagi

,, 11 წელი გასულა
და ერთადერთი აზრი მიტრიალებს თავში
ვერასოდეს
ვერანაირად
ვერცერთხელ
ჩვენ ომს რუსეთს ვერ მოვუგებთ.
რატომ და იმიტომ. 
შევაკვდებით, დავიხოცებით, საჯიშე ბიჭებს დავკარგავთ
მაგრამ ვერ მოვუგებთ.
რამდენი აქცია, ფლეშ-მობი, პერფორმანსი და მამაძაღლობაც არ უნდა დავდგათ
რამდენი მავთულხლართიანი ფოტოც არ უნდა დავიდოთ პროფილზე
რამდენი “რუსეთი ოკუპანტია” ტანსაცმელი არ უნდა ჩავიცვათ
ეს მხოლოდ გულის ფხანაა ((
ყველას ვკიდივართ. 
ყველა თვალებში შესციცინებს რუსეთს საბოლოოდ.
კიდევ ერთი ანწუხელიძე გადატყდება ხერხემალში
კიდევ ერთი გოგა აბრამიშვილი მოკვდება ჰოსპიტლის ეზოში
და კიდევ ერთი გვარამია იქნება ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი 11 წელი..
კიდევ ერთი ქაცარავა ირბენს რეიბანებში და
კიდევ ერთი სააკაშვილი იტინგიცებს სკაიპიდან.
საკითხავი კი ის არის-კიდევ ერთი პატრიარქი კიდევ გვეყოლებაა ისეთი-
რომელიც უპატრონოდ დაყრილი ბიჭების ცხედრების გადმოყვანაზე იზრუნებს? ((
გაგვთიშეს, ერთმანეთს დაგვრიეს, ისტებად დაგვყვეს
ეს ისედაც ერთიბეწო ერი.
და რუს ტურისტთან, მომღერალთან და სპორტსმენთან ჯინაობით ვხარობთ დღეს. 
—-
ლექსები მეც ვიცი სამშობლოზე. რამე რო იყოს მჯიღსაც ჩავირტყამ გულში
მაგრამ რეალობა ესაა.
ვიღაცა დაიყვირებს “პუტინ ხუილო”
და სულ სხვა ვიღაცა მოკვდება.
ომი პოლიტიკის ნაწილია.
ერთმანეთი აღარ გვიყვარს
რომელ რუსეთს ვუგებთ ომს? (
მიშას ხალხი აქეთ დადექით, ბიძინასი-იქეთ…”-წერს ფეისბუქ-მომხმარებელი ნინო ახობაძე

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,488 ნახვა
%d bloggers like this: