უცხოური მედია

Apple-ს Siri-ს ბრძანებების მოსმენის გამო უჩივიან

Nusagi

კორპორაცია Apple-ს ხმოვანი ასისტენტის Siri-ს მომხმარებელთა ბრძანებების მოსმენის გამო უჩივიან. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით სარჩელი კალიფორნიის ქალაქ სან ხოსეს სასამართლოშია შეტანილი.

მოსარჩლე Apple-ს კალიფორნიის პირადი ცხოვრების შესახებ კანონის დარღვევას ედავება, რომლის თანახმაც მოქალაქეთა საუბრის ნებართვის გარეშე ჩაწერა აკრძალულია. მოსარჩლე, რომლის ვინაობაც არ სახელდება, კორპორაციას ასევე კონგრესისთვის მომხმარებელთა კონფიდენციალური მონაცემების დაცვის შესახებ მოთხოვნაზე წერილობით პასუხში ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს.

2019 წლის  ივლისის ბოლოს ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian ხმოვანი ასისტენტი Siri საუბრების ჩაწერაში ამხილა. სტატიის გამოსვლის შემდეგ Apple-მა პროგრამის შეჩერების შესახებ განაცხადა  და ასისტენტის ხარისხის გაუმჯობესებაზე დაიწყო მუშაობა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,328 ნახვა
%d bloggers like this: