პოლიტიკა

დავით ქაცარავა – ოკუპანტებმა ბოძები დააინსტალირეს, რომ შემდგომი შემოღობვა მოხდეს

როგორც ჩვენთვის ცნობილია, პროცესი არ განახლებულა, მაგრამ მათ ბოძები დააინსტალირეს. ისევე, როგორც ატოცში,-ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, დავით ქაცარავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი ტქმით, ადგილზე მივა და სიტუაციაში უკეთ გაერკვევა.

„ ეს ბოძები არის გამზადებული, რომ შემდგომი შეღობვა მოხდეს. შესაძლებელია, მათ გააგრძელონ ბოძების ინსტალირება და სოფლის გარკვეული ნაწილი მოიყოლონ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ამის საშუალება ოკუპანტებს არ მიეცეთ. უნდა ჩაერთოს ყველა მექანიზმი ხელისუფლების მხრიდან.“,-აცხადებს დავით ქაცარავა.

სოფელ გუგუტიანთ კარში, სადაც საოკუპაციო ძალებმა ბორდერიზაციის პროცესი დაიწყეს, რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დღეს არ გამოჩენილან, თუმცა თუ პროცესი გაგრძელდება, შესაძლოა, ადგილობრივებმა დაკარგონ მიწები და საცხოვრებელი სახლები. ამჟამად პროცესი შეჩერებულია და ტერიტორიას ქართველი პოლიციელები იცავენ. 

 

Facebook Comments