ეკა კვესიტაძე – სრულმასშტაბიანი რეპრესიები დაწყებულია

სრულმასშტაბიანი რეპრესიები და თავისუფალი მედიის მოხრჩობის პროცესი უკვე დაწყებულია ,-ასე ეხმაურება ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე პროკურატურის მიერ ნიკა გვარამისთვის ბრალის წარდგენას. 

„არა, ამის გაკეთებას ვერ გაბედავენ – ამ ფრაზით უკვე თავს ვეღარავინ დაიმშვიდებს. ივანიშვილის ძირმომპალი რეჟიმი უკვე ყველაფერს იკადრებს – ისეთებსაც კი, რასაც აქამდე ვერ წარმოვიდგენდით. სრულმასშტაბიანი რეპრესიები და თავისუფალი მედიის მოხრჩობის პროცესი უკვე დაწყებულია და ის კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე გავა. ეს რეპრესიები ყველა ჩვენგანს რაღაც დროს რაღაც ფორმით აუცილებლად შეეხება. არ ვიცი როგორ გასრულდება დღევანდელი დღე – რა აღმკვეთ ღონისძიებას გამოიყენებს ივანიშვილის პირადი კანტორა ნიკას წინააღმდეგ. რასაკვირველია, ნიკა გვარამიას ვერავინ შეცვლის, მაგრამ არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ჩვენ, მისი გუნდი, ხელებს ჩამოვყრით და დარჩენილი ძალებით ბოლომდე არ ვიბრძოლებთ. ვერ ეღირსებით“,-წერს ეკა კვესიტაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments

ახალი დადებული