სამართალი

სასაამართლომ პაპუნა უგრეხელიძე ძალადობასა და სექსუალურ შევიწროვებაში უდანაშაულოდ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე გაამართლა. 

“სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი სასარჩელო მოთხოვნა და დაადგინა, რომ ჩემი საჯარო რეესტრის თავმჯდომარეობს დროს არ ჰქონია ძალადობას და სექსუალურ შევიწროებას ადგილი. უფრო მეტიც, მან მოპასუხე ეკატერინე მესხიძეს დაავალა მთელ რიგ კომპანიებში უარყოს 1 წლის წინ მის მიერ გავრცელებული ცრუ, მოგონილი ბრალდებები, რომელმაც ზიანი მიაყენა ჩემს საქმიან რეპუტაციას, შელახა ჩემი პატივი და ღირსება და რაც მთავარი, შეურაცხყო მისივე კოლეგები საჯარო რეესტრის, სააგენტოს თანამშრომლები”.  – განაცხადა პაპუნა უგრეხელიძემ.

შეგახსენებთ, 2018 წელს უგრხელიძე მისმა ყოფილმა თანამშრომელმა, ეკა მესხიძემ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. 

Facebook Comments