პოლიტიკა

სოფიო ქაცარავა – გაერო-ს უშიშროების საბჭოს განცხადება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს სწორ პოლიტიკას

გაერო-ს უშიშროების საბჭოს მხარდამჭერი განცხადება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს სწორ, თანმიმდევრულ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ განაცხადა.

მისივე შეფასებით, საერთაშორისო თანამეგობრობის ასეთი მხარდაჭერა საქართველოს საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენი ხელისუფლების ინტენსიური მუშაობის შედეგად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დეოკუპაციის საკითხი მუდმივად განიხილება საერთაშორისო ტრიბუნებზე, მათ შორის ეუთო-ს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის და ნატო-ს ტრიბუნებზე.

ჩვენი ძალისხმევის შედეგად, პირველად ამოქმედდა საერთაშორისო შემზღუდავი ზომები ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით; გაიზარდა საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების მიერ რუსეთ – საქართველოს კონფლიქტის თემაზე მიღებული რეზოლუციების, ანგარიშების რაოდენობა.

საერთაშორისო თანამეგობრობის ასეთი მხარდაჭერა საქართველოს საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი გუნდი მომავალშიც გააგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას“, -განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

Facebook Comments
თეგები