სამართალი

გვარამია: პროკურატურა გირაოს სახით 80 ათას ლარს ითხოვს

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ინფორმაციით, პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 80 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ ნიკა გვარამია Facebook-ზე წერს. 

,,საქალაქო სასამართლოში ჩაინიშნა ჩემი აღკვეთის ღონისძიების პროცესი, დღეს, 8 საათზე.

პროკურატურის მოთხოვნა – 80.000 ლარი გირაო.”-წერს გვარამია

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა თუმცა ოფიციალურად ჯერ უცნობია რა სახის აღკვეთს მოითხოვს უწყება. 

გვარამიას ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინეს. გამოძიების მტკიცებულებით ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

Facebook Comments