მედიცინა

მეცნიერებმა ანორექსიის მიზეზი დაასახელეს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ანორექსია არის ჰიბრიდული დაავადება, რომელიც პროვოცირებს როგორც ფსიქიკურ, ასევე ფიზიოლოგიურ დაავადებებს. ამის შესახებ ჟურნალი – Nature Genetics-ი წერს.

მკვლევართა ჯგუფმა ტესტების შედეგად დაასკვნა, რომ ანორექსია შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური აშლილობებისა და მეტაბოლური დარღვევების ერთობლიობამ, ამიტომ მკურნალობისთვის აუცილებელია ინტეგრირებული მიდგომების გამოყენება.

გამოცემის ცნობით, დაზუსტებულია, რომ დაავადება აზიანებს ქალების 1-2% -ს და მამაკაცების 0.2-დან 0.4% -მდე.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ფსიქიკურ დაავადებებს შორის, სწორედ ანორექსიაა, რომელსაც აქვს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. მეცნიერებმა დაადგინეს ანორექსიის გენეტიკური ვარიანტები, რომლებიც ასოცირდება ფსიქოლოგიურ დაავადებებთან, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა და შიზოფრენია.

Facebook Comments