ჯანდაცვა

კიბოს იწვევს – აშშ-ში მკერდის იმპლანტების წარმოება შეაჩერეს

ცნობილმა კომპანიამ Allegran-მა, აშშ-ს მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების სანიტარული ზედამხედველობის სამმართველოს მითითებით, წარმოებიდან და გაყიდვიდან ამოიღო მკერდის იმპლანტი Biocell, ამის შესახებ lady.mail იუწყება.

კვლევის თანახმად, სწორედ აღნიშნული იმპლანტი ზრდის ანაპლასტიკური მსხვილუჯრედიანი ლიმფომის რისკს – კიბოს იშვიათი, აგრესიული ფორმა, რომელიც იმუნურის სისტემის უჯრედებს ანადგურებს. ასევე უკან გაიწვიეს რამდენიმე მოდელი ექპანდერების- სილიკონის ბალონის, რომელიც გამოიყენება იმპლანტის დაყენების წინ ქსოვილების გასაჭიმად. 

Allegran-ი მსოფლიოში იმპლანტების უმსხვილესი მწარმოებელია, ამიტომ აღნიშნული პროდუქციით დაავადების პროცენტი სხვებზე გაცილებით მეტია. 

აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებული იმპლანტები გაყიდვიდან უკვე ამოიღეს ამერიკისა და ევროპის ბევრ ქვეყანაში, თუმცა კვლავ აქტიურად გამოიყენება რუსეთში. 

Facebook Comments
თეგები