უცხოური მედია

მედია: ელისაბედ მეორის აზრით, ბრიტანელ პოლიტიკოსებს ქვეყნის მართვა არ შეუძლიათ

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე იმედგაცრუებულია ქვეყანაში Brexit-ის გამო შექმნილი ვითარებით და არ სჯერა, რომ პოლიტიკოსების ახლანდელ თაობას ქვეყნის ეფექტურად მართვა შეუძლიათ. ამის შესახებ ბუკინგემის სასახლეში „ძალიან სანდო“ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Sunday Times-ი წერს.

„მე გამიგია, როგორ ამბობდა დედოფალი, რომ მოქმედ პოლიტიკოსებს ქვეყნის სწორად მართვა არ შეუძლიათ. ამის შესახებ მან ჯერ კიდევ 2016 წელს დევიდ კემერონის პრემიერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ განაცხადა. მას შემდეგ ეს იმედგაცრუება მხოლოდ იზრდება“, – ამბობს გამოცემის წყარო.

ტრადიციულად, დიდი ბრიტანეთის მონარქი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მონაწილეობს და სადავო საკითხებთან დაკავშირებით საჯარო კომენტარებს არ აკეთებს.

Facebook Comments