სამართალი

ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო სხდომა დასრულდა

რუსთავი2-ის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო სხდომა დასრულდა. სასამართლოს ეზოში ნიკა გვარამიას მხარდამჭერები მოსამართლის გადაწყვეტილებას ელიან.

პროკურატურამ სასამართლოს ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის სახით გირაოს შეფარდებაზე დღეს მიმართა. რუსთავი2-ის ყოფილი დირექტორი გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, ის აცხადებდა, რომ არათუ გირაოს, არამედ აღკვეთის ღონისძიების სრულად გაუქმებას მოითხოვს. 

პროკურატურა ასევე ითხოვს, გვარამიას აეკრძალოს ქვეყნის დატოვება სამართალდამცველების ნებართვის გარეშე. 

სხდომა 4 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა . გვარამიამ პროკურორების აცილება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ნიკა გვარამიას ბრალი 9 აგვისტოს წაუყენეს. 

Facebook Comments