სამართალი

ნიკა გვარამია – პროკურატურას ის დაემართა, როგორი შარვალიც გუშინ ჩავიცვი

მე ვარ ადამიანი, ვისთვისაც კორუფცია მიუღებელია, წესიერი, თავისუფალი ადამიანი ვარ და ასეთი ვრჩები გირაოს პირობებშიც, რომელსაც არ გადავიხდი,-ამის შესახებ რუსთავი2-ის ყოფილმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.  

მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ნიკა გვარამიას 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, თუმცა გვარამია აცხადებს, რომ ფულს პრინციპულად არ გადაიხდის. 

„პროკურატურას ის დაემართა, როგორი შარვალიც გუშინ ჩავიცვი. გირაოს გადახდას არ ვაპირებ. არ მაქვს ეს ფული, მაგრამ 5 ლარიც რომ იყოს, არ გადავიხდი ერთმნიშვნელოვნად. რაც შეეხება ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვას, რაში სჭირდებათ არ მესმის, ამას მე მაშინვე მივაბამ თავისუფალი მედიის დამფუძნებლის მიმართ განხორციელებულ შეტევად“,-განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, საქმე სამართლებრივი თვალსაზრისით არის ბოდვა და ცარიელი ფურცელი.

„დაპატიმრება თუ უნდათ, დამაპატიმრონ. მე ვარ ადამიანი, ვისთვისაც კორუფცია მიუღებელია, წესიერი, თავისუფალი ადამიანი ვარ და ასეთი ვრჩები გირაოს პირობებშიც, რომელსაც არ გადავიხდი.“,-განაცხადა მან.  

Facebook Comments