ხელოვნება და კულტურა

რაზეა ფილმი, რომელიც ტრამპის კრიტიკის გამო, ეკრანებზე აღარ გამოვა

აშშ-ში მომხდარი რამდენიმე მასობრივი მკვლელობის გამო, სტუდია Universal Pictures -მა გააუქმა ფილმის „ნადირობა“ ტრილერის პრემიერა აშშ-ში, ამის შესახებ Deadline იუწყება.

 „გააზრებული განხილვის შემდეგ სტუდიამ გადაწყვიტა, ფილმის გაშვების შესახებ ჩვენი გეგმები გააუქმოს. ჩვენ გვესმის, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო ამ ფილმის გასაშვებად“,-ნათქვამია Universal Pictures-ის განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ფილმის მარკეტინგული კამპანია უკვე შეჩერებულია. რელიზი 27 სექტემბერს უნდა შემდგარიყო, თუმცა ის გაურკვეველი დროით გადაიდო. 

პარასკევს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეშფოთება გამოთქვა მასობრივ მკვლელობებთან დაკავშირებით ჰოლივუდის ინდუსტრიის მავნე ზემოქმედებაზე . 

„თვენ რასიზმზე საუბრობთ,  ლიბერალური ჰოლივუდი კი, უმაღლესი დონის რასისტია და სავსეა უდიდესი ბრაზითა და სიძულვილით! მათ მოსწონთ, როდესაც საკუთარ თავს „ელიტას“ უწოდებენ, მაგრამ ისინი არ არიან ელიტა. სინამდვილეში, ის არის რეალური ელიტა, ვისაც ისინი ასე ხშირად უპირისპირდებიან. ფილმი, რომელიც მალე გამოვა, შექმნილია იმგვარად, რომ ღელვა და ქაოსი გამოიწვიოს. ისინი ქმნიან საკუთარ ძალადობას და შემდეგ სხვების დადანაშაულებას ცდილობენ. ისინი ნამდვილი რასისტები და ძალიან მავნებლები არიან ჩვენი ქვეყნისთვის“,-წერს დონალდ ტრამპი თვითერზე. პოსტი აღქმული იქნა, როგორც მინიშნება „ნადირობაზე“. 

ფილმში ლიბერალური ელიტის წარმომადგენლები სპორტული ინტერესის გამო, ამერიკის პროვინციებში ტრამპის „ამაზრზენ მხარდამჭერებზე“ ნადირობენ.

„12 უცნობი უღრან ტყეში იღვიძებს, მათ წარმოდგენა არ აქვთ, სად იმყოფებიან და როგორ გაჩნდნენ ამ ადგილზე. არ იციან, რომ ისინი აირჩიეს.. მონადირეთა მსხვერპლად. ნადირობის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა“,- ნათქვამია ფილმის აღწერაში. 

4 აგვისტოს ღამით დეიტონის ცენტრში, ერთ-ერთ კაფე-ბარში კონორ ბეტსმა ცეცხლი გახსნა, დაიღუპა 9 ადამიანი, დაშავდა 26. კიდევ ორი შემთხვევა ჩიკაგოში მოხდა, ილინოისის შტატსა და ქალაქ ელ-პასოში, ტეხასში. პირველი თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მეორის- 20. ტრამპმა მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში ვიდეოთამაშები და ფსიქიკური პრობლემები დაასახელა.  

Facebook Comments