პოლიტიკა

უტიაშვილის სამარცხვინო განცხადებამ “ამოსუნთქვაზე” გახსნა პანდორას ყუთი და დაიწყო დებატები ტაბუირებულ თემაზე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავს.

„- წლებია ნაცმოძრაობა და მისი სატელიტები ცდილობენ ფსევდო-რეალობის რეალობად დამკვიდრებას. და ამ გუნდის ე.წ. პროდასავლურები უკვე იმასაც ბედავენ და ამბობენ, რომ პუტინის გავლენის ქვეშაა “სამარცხვინო და მოსყიდული სტრასბურგის სასამართლო”.

– ვიხილეთ ექს-პრეზიდენტის საინტერესო და ვრცელი ინტერვიუ, სადაც მთლიანად დასავლეთსა და მის ლიდერებს აბრალებს აგვისტოს ომის დაწყებას, ოღონდ კონტექსტიდან ამოგლეჯილად იყენებს მათ ფრაზებს.

– გუშინ კი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის ექს-მინისტრმა ბარამიძემ იკადრა და თქვა, რომ დასავლეთის თხოვნით, არ უნდოდათ აგვისტოს პირველსავე დღეებში ომი წარმოეჩინათ როგორც რუსეთ-საქართველოს ომი და ამის გამო არ მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია აწ უკვე დროებით დაკარგული ტერიტორიებიდან. მაშინ, როდესაც მანამდე კოკოითმა ცხინვალის რეგიონიდან ვლადიკავკაზში გაიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა. და თურმე სააკაშვილსა და ბარამიძეს უნდოდათ რუსეთისათვის სახის შენარჩუნება და ეს ყველაფერი დასავლეთს დააბრალეს.
არა და ინტერნეტში დევს დასავლელ ლიდერთა არაერთი საჯარო განცხადება, რომელიც თბილისს თავშეკავებისაკენ მოუწოდებდნენ თავდასხმის შემთხვევაში.

– უტიაშვილის სამარცხვინო განცხადებამ “ამოსუნთქვაზე” გახსნა “პანდორას ყუთი”, რომლითაც დაიწყო დებატები აქამდე ტაბუირებულ თემაზე და ვფიქრობ, ამაში მეცნიერები, ისტორიკოსები და სპეციალისტებიც ჩაერთვებიან.

– ტრამპი მიესალმა ზელენსკისა და პუტინის შეხვედრას და უკრაინის პრეზიდენტი მიუხედავად ანექსირებული ყირიმისა, მისი ქვეყნის აღმოსავლეთში რუსეთთან მიმდინარე ომისა, თანახმაა პირდაპირ დიალოგზე პუტინთან დასავლელი ლიდერების მედიატორობით. ვფიქრობ, ზელენსკი-პუტინის პირდაპირი დიალოგის ‘ექოც’ აქამდეც ჩამოაღწევს.

– “ქართული ოცნება” ერთგვარად დაკომპლექსებული იყო ნაცმოსა და მისი ანასხლეტების რეაქციებით. სტრასბურგიდან ერთგვარი “ჯოკრის” მიღების შემდეგ, ე.წ. მედასავლეთეების მხრიდან ევროპის ინტენსიური კრიტიკის ფონზე კი, პროცესები უკვე სხვანაირად მიდის. ჩანს, რომ ხელისუფლება ისმენს საზოგადოების ამდენწლიან შეძახილს – კმარა ეს კოჰაბიტაცია დესტრუქციულ რევანშისტებთან და საჭიროა ნაბიჯ-ნაბიჯ, დასავლელი მეგობრების მეტი ჩართულობით, მოსკოვთან არცთუ ისე სასიამოვნო დიალოგის დაწყება…“,-წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni