სპორტი

დრიფტის ჩემპიონი, ვახტანგ ხურციძე გახდა

გუშინ, 11 აგვისტოს, თბილისის იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე დრიფტის ჩემპიონატი ჩატარდა.

საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ადგილზე დასრულების შემდეგ, ვახტანგ ხურციძემ მეორე დღესაც შესანიშნავად იასპარეზა და დრიფტის ჩემპიონიც გახდა.

დრიფტის ჩემპიონის, ვახტანგ ხურციძის სპონსორები კროკობეთი და ლიქვი მოლი არიან.

ხურციძე, თურქეთში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას საერთაშორისო შეჯიბრში მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ შესარჩევი ეტაპი Red Bull Car Park Drif-მა საქართველოში პირველად ჩაატარა.

Red Bull Car Park Drift 2019- ფინალურ ეტაპზე “2019 წლის დრიფტის მეფის“ ტიტულისთვის მონაწილეობას იღებენ:

1. სამი მონაწილე თურქეთიდან: ტოპ-3 კვალიფიცირებული Red Bull Car Park
Drift – თურქეთი 2019-ზე;

 2. ერთი მონაწილე ქუვეითიდან: Red Bull Car Park Drift 2019 – ქუვეითი 2019 –
ის გამარჯვებული;

 3. ერთი მონაწილე ეგვიპტიდან: Red Bull Car Park Drift 2019 – ეგვიპტე 2019 –
ის გამარჯვებული;

4.  ერთი მონაწილე არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან : Red Bull Car Park
Drift 2019 – U.A.E. 2019 -ის გამარჯვებული;

5. ერთი მონაწილე ომანიდან: Red Bull Car Park Drift 2019 – ომანი 2019 -ის
გამარჯვებული;

6. ერთი მონაწილე საუდის არაბეთიდან: Red Bull Car Park Drift 2019 – საუდის
არაბეთი 2019 -ის გამარჯვებული;

7. ერთი მონაწილე ლიბანიდან: Red Bull Car Park Drift 2019 – ლიბანი 2019 -ის
გამარჯვებული;

8. ერთი მონაწილე ალჟირიდან: Red Bull Car Park Drift 2019 – ალჟირი 2019 -ის
გამარჯვებული;

 9. ერთი მონაწილე მავრიტანიიდან: Red Bull Car Park Drift 2019 – მავრიტი 2019
-ის გამარჯვებული;

10. ერთი მონაწილე ტუნისიდან: Red Bull Car Park Drift 2019 – ტუნისი 2019 -ის
გამარჯვებული;

11. ერთი მონაწილე მაროკოდან: Red Bull Car Park Drift 2019 – მოროკო 2019 -ის
გამარჯვებული;

12. ერთი მონაწილე საქართველოდან: Red Bull Car Park Drift 2019
–საქართველო 2019 -ის გამარჯვებული;

13. ერთი მონაწილე იორდანიიდან: Red Bull Car Park Drift 2019 – იორდანია 2019
-ის გამარჯვებული.

Facebook Comments