პოსტები სოციალური ქსელიდან

,,დუშეთში ვარ ! ვკითხულობ: ის როგორაა? მპასუხობენ: ის აღარაა..”-მარინა მოლოდინი

,,დუშეთში ვარ ! ვკითხულობ: ის როგორაა? მპასუხობენ: ის აღარაა…ვწუხვარ, ვერ გავიგე მისი გარდაცვალება ! ამ სახლში ვინ ცხოვრობს ახლა? არავინ გაყიდეს და თბილისში იყიდეს , გული მეკუმშება ! ვაგრძელებ : ის როგორღაა? საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ ! ის….ის???…ის?? გარდაიცვალა! გაყიდა ბინა…სამუშაოდ წავიდა, გარდაიცვალა…წავიდა… !!!

სადაა ჩემი დუშეთი და დუშელები???? ვფიქრობ…ვფიქრობ, ვფიქრობ გამოსავალი სადაა??? ჩემო ძვირფასო დუშელებო, ემიგრანტებო, ნუ გაყიდით ბინებს დუშეთში ! გვპირდებიან ,რომ მალე ულამაზესი ქალაქი გვექნება ! ამ ქალაქის ” სული ” ხომ თითოეული თქვენთაგანია და თუ თქვენ აღარ იცხოვრებთ ამ ქალაქში, აღარ ჩამოხვალთ , აღარ ააჟრიამულებთ თქვენს უბნებს , მაშინ ხომ ეს ქალაქი უსულო, უცხო გახდება !!!

დუშელებს ხომ ერთი “სენი ” გვჩირს მივდივართ, მაგრამ გულს დუშეთში ვტოვებთ ! ხოდა გავუფრთხილდეთ ჩვენს გულს– დუშეთს❤! ნუ გაყიდით ბინებს და ნუ აქცევთ ჩვენს ქალაქს უცხოების თავშესაფრად! ერთხელაც იქნება ყველა დავბრუნდებით ჩვენს ქალაქში და ძველებურად ავაჟრიამულებთ ჩვენს დაცარიელებულ უბნებს!!! მიყვარხართ ყველა დუშელი”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მარინა მოლოდინი.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni