უცხოური მედია

დღეს სპილოების საერთაშორისო დღეა

12 აგვისტო სპილოების საერთაშორისო დღეა, ამის შესახებ daysoftheyear-ი წერს. სპილოები არიან ჭკვიანები და ოჯახზე ორიენტირებულები. მათ აქვთ კარგი მახსოვრობა და ღრმა ემოციები. ისინი მძაფრად განიცდიან დიდ უბედურებას და სიხარულს. 

„სპილოები ქმნიან რთულ საზოგადოებას და ამით ძალიან გვანან ადამიანებს. წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი სპილო ბრაკონიერის ხელით კვდება. ბრაკონიერები ცხოველს აცლიან ძვლებს და ნეშტს მზის გულზე ტოვებენ“, – წერს გამოცემა. 

სპილოების საერთაშორისო დღეს ეხმაურება გამოცემა nationalgeographic-ი, რომელიც სპილოების შესახებ სახალისო ვიდეოს აქვეყნებს. 

Facebook Comments