სპორტი

ევროპის თასზე საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის თასზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ევროპის თასის ტურნირი რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გაიმართა.

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78კგ), ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ნატალია ყიფშიძე (-48კგ), მარიამ ჭანტურია (-70კგ) და გიორგი შერაზადიშვილი (-81კგ), ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ნინო გულბანმა (-70კგ) და სალომე მაყიშვილმა (+78კგ).

ვაჟთა ნაკრებიდან შეჯიბრში მხოლოდ გიორგი შერაზადიშვილი მონაწილეობდა.

Facebook Comments