უცხოური მედია

მომღერალი DJ Arafat-ი გარდაიცვალა

კოტ-დ’ივუარელი მომღერალი ანჟ დიდიე ჰუონი გარდაიცვალა, რომელიც DJ Arafat-ის ფსევდონიმით იყო ცნობილი. ამის შესახებ France 24 წერს. 

მუსიკოსი ავარიაში მოჰყვა: ის მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილს შეეჯახა. 33 წლის მომღერალი საავადამყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

DJ Arafat-ი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აფრიკელი შემსრულებელი იყო. მისმა სიმღერამ Moto Moto, YouTube-ზე გამოქვეყნებიდან 1 დღეში მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა.

Facebook Comments