საზოგადოება

მოსკოველმა წყვილმა ქორწილი საქართველოში გადაიხადა – არ გვაინტერესებს პუტინი და სააკაშვილი

მოსკოვიდან რამდენიმე დღეა ჩამოვედით 20 მეგობართან ერთად. ჯერ კიდევ ადრე გვქონდა დაგეგმილი, რომ ქორწილი საქართველოში გადაგვეხადა,- ამის შესახებ მოსკოველმა წყვილმა, ლენმ და მაქსიმმა „ინფო ფოსტალიონის“ ჟურნალისტთან ისაუბრეს.
მათი თქმით, მიუხედავად ფრენების აკრძალვისა, თავიანთი გეგმა მაინც განახორციელეს.
„ძალიან მოგვწონს საქართველო, მისი სტუმართმოყვარე ხალხით, მისი შესანიშნავი ბუნებით და კლიმატით. ამიტომაც გადავწყვიტეთ, აქ აღგვენიშნა ქორწილი, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა…..ძალიან იმოქმედა ჩვენზე რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ ფრენების აკრძალვაზე. თუმცა ჩვენი გეგმა მაინც განვახორციელეთ, არ გვაინტერესებს პუტინი და სააკაშვილი, მათ ბნელ ჩანაფიქრებს არ ვუსმენთ , ჩვენ გვაინტერსებს მშვიდობა და მეგობრობა. ამიტომაც ჩვენმა სამეგობრომ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სხვადასხვა გზებით მაინც ჩამოგვეღწია საქართველომდე. ჩამოვედით და აქ შევხვდით ერთმანეთს, ქორწილიც აღვნიშნეთ, კარგი დროც გავატარეთ გუშინ, და მალე ვბრუნდებით მოსკოვში. იქ შვილები გველოდებიან. ჩვენც გვყავს შვილები, ჩვენც ვართ შვილები და გვყავს დედები და ამიტომ ომი არავის გვინდა…..გვიყვარხართ ქართველებო და მიუხედავად ყველაფრისა, დიდი მადლობა ლამაზი მასპინძლობისთვის“,-გვითხრა ლენამ.

Facebook Comments