უცხოური მედია

აშშ-ში მძღოლმა, რომლის ავტომობილიც პოლიციამ საჯარიმოზე გადაიყვანა, ცეცხლი გახსნა

სამხრეთ კალიფორნიაში, განრისხებულმა მძღოლმა, რომლის პიკაპსაც კონფისკაცია ჩაუტარდა, ტრასაზე ცეცხლი გახსნა. მან საგზაო პატრული მოკლა და ორი სამართალდამცველი დაჭრა, რის შემდეგაც პოლიციელების მიერ ლიკვიდირებული იქნა საშინელ სროლაში,- ამის შესახებ New York Daily News წერს.

„დღეს მე დავტირი ჩვენს დაღუპულ თანამშრომელს, ოფიცერს, რომელიც იმის გამო მოკლეს, რომ ტრასაზე შესამოწმებლად ავტომობილი გააჩერა“,-განაცხადა კალიფორნიის საგზაო პოლიციის ხელმძღვანელმა. 

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ავტომობილის გაჩერების მიზეზი, ოფიცერმა მისი კონფისკაცია გადაწყვიტა და ევაკუატორი გამოიძახა. სანამ პოლიციელი საბუთებს აფორმებდა, მძღოლმა მანქანიდან იარაღი ამოიღო და სროლა დაიწყო. ოფიცერმა საპასუხო სროლა ატეხა და ტყვიების წვიმაში დახმარების გამოძახება მოახერხა. სამართალდამცველები ადგილზე მალევე მივიდნენ, რის შემდეგაც ორმხრივი სროლა დაიწყო. სამართალდამცველების ინფორმაციით, „ეს იყო საშინელი სროლა“.

Facebook Comments