Uncategorized

აშშ-ში 13 შტატს რეკორდული სიცხე ემუქრება, სხვებს კი, ტორნადო და წყალდიდობა

აშშ-ს სამხრეთით, ტეხასიდან კენტუკიმდე 13 შტატს ძლიერი სიცხე ემუქრება. ზოგ ადგილებში სიცხის ინდექსი ( ტემპერატურის ზემოქმედება ადამიანის სხეულზე ) 46 გრადუსამდე აიწევს. 

ეს კვირა განსაკუთრებით ცხელი იყო ლარედოში, ტეხასში, სადაც ორშაბათს ღამის რეკორდულად მაღალი, 43 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა.

ამასთან, აშშ-ს სამხრე დასავლეთით მოსახლეობას მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებენ ფენიკქსში, ლას-ვეგასში, პალმ-სფრინგსსა და საკრამენტოში, სადაც ტემპერატურა 38 გრადუსამდე აიწევს. 

13 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში სერიოზული შტორმის საშიშროება დასავლეთიდან ცენტრალური ატლანტიკისა და მდინარე ტენესის მიდამოებში გადაინაცვლებს. არსებობს ტორნადოსა და წყალდიდობების საფრთხეც.

მოსახლეობას აღმოსავლეთ პენსილვანიაში და ნიუ-ჯერსის ზოგიერთ რაიონში ძლიერი ნალექის შესახებ აფრთხილებენ, ამ რეგიონებში რამდენიმე საათში შესაძლოა, 8 სმ ნალექი მოვიდეს. 

Facebook Comments
თეგები