საზოგადოება

სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ მსახიობი პროექტიდან წასვლის გამო გააკრიტიკეს

მსახიობი კიმ კეტროლი, რომელმაც სერიალში „სექსი დიდ ქალაქში“ სამანტა ჯონსის როლი შეასრულა, ფილმის მესამე ნაწილში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკეს. ამის შესახებ მან გამოცემა The Guardian-ს განუცხადა.

კეტროლის თქმით, მას ძალიან უყვარდა ეს პროექტი, თუმცა მეორე ფილმის შემდეგ მიხვდა, რომ გაგრძელება აღარ სურს.

„ვერ ვხვდები, რატომ არ ჩამანაცვლეს სხვა მსახიობით. ერთხელ ნათქვამი უარის შემდეგ პროექტში აღარ დავბრუნდები. მამისა და ძმის გარდაცვალების შემდეგ მივხვდი, რომ არ მსურს დროის ისეთ რამეზე ხარჯვა, რასაც სიამოვნება არ მოაქვს. მინდა ვირჩევდე, ვისთან გავატარებ დროს როგორც პირად, ასევე პროფესიონალურ დონეზე. ეს ჩემი ცხოვრებაა“, – ამბობს 62 წლის მსახიობი.

2018 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი ჯონ ჯეიმს პრესტონი „სექსი დიდ ქალაქში 3“-ის დასაწყისშივე უნდა მომკვდარიყო, მთელი სიუჟეტი კი მისი მეუღლის, კერი ბრედშოუს გარშემო განვითარდებოდა. მაშინ მედია წერდა, რომ კიმ კეტროლის მხრიდან ფილმის მესამე ნაწილში მონაწილეობაზე უარის თქმა სწორედ ამას უკავშირდებოდა.

Facebook Comments