Advertisements

ქართველი მოჭიდავე ბაგრატ გაგნიძე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ბაგრატ გაგნიძემ (79 კგ) უნგრელი მილან მესტერი დაამარცხა და ტალინში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში დღეს რუსეთის ნაკრების წევრ აჰმად ტაშუხაჯიევს დაუპირისპირდება. ინფორმაციას ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. 

Nusagi

დღესვე წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს 61-74-86-92 და 125 კგ კატეგორიის ფალავნები გამართავენ. ესტონურ ხალიჩაზე საქართველოს სახელით გოდერძი ძებისაშვილი (61 კგ), გოგა მამიაური (74 კგ), მირიან მაისურაძე (86 კგ), გიორგი ჩანქსელიანი (92 კგ) და ვასილ ხვისტანი (125 კგ) გამოვლენ.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული