სპორტი

ქართველმა მოციგურავეებმა სეზონი გამარჯვებით დაიწყეს

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავეებმა სეზონი გამარჯვებით დაიწყეს. კერძოდ, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ჩატარებულ ზაფხულის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები იუნიორთა კატეგორიაში, წყვილებს შორის მარია კაზაკოვა და გიორგი რევია გახდნენ.

წყვილმა როგორც მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამებში პირველი ადგილი დაიკავა.

ქართველი მოციგურავეებისთვის დორტმუნდში გამოსვლის მთავარი მიზანი მსაჯების წინაშე ახალი პროგრამების პირველად წარდგენა და სპეციალისტების შეფასებების გათვალისწინება იყო.

Facebook Comments