სამართალი

გიორგი პაპუაშვილმა პირვანდელ მესაკუთრეს წინა ხელისუფლების დროს წართმეული სახლი დაუბრუნა

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა პირვანდელ მესაკუთრეს, როლანდ ბლადაძეს საცხოვრებელი სახლი დაუბრუნა.

როლანდ ბლადაძე დღეს ქონებაჩამორთმეული აღარ არის. ბლადაძე დღეს ჩამორთმეული სახლის ერთადერთი და ნამდვილი მესაკუთრეა. აღნიშნულის შესახებ საჯარო განცხადება ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, როლანდ ბლადაძის ინტერესების დამცველმა, არჩილ კაიკაციშვილმა ქ. ბათუმში, როლანდ ბლადაძის ოჯახის წევრებთან ერთად, დაბრუნებულ სახლთან გააკეთა.

ბათუმში მდებარე საცხოვრებელი სახლი ყოფილი ხელისუფლების დროს ბლადაძეების ოჯახს ჩამოერთვა და გიორგი პაპუაშვილს სიმბოლურ, 1000 ლარად გადაეცა.

„დღეს შედგა სამართლიანობის აღდგენა. ბევრი ვივბრძოლეთ, რომ ჩვენი ჭერი დაგვებრუნებინა, ჩვენ დღეს სამართლიანობას მივაღწიეთ სასამართლოს მეშვეობით“,-აცხადებენ როლანდ ბლადაძის ოჯახის წევრები.

Facebook Comments