საზოგადოება

ვინ იყო13 წლის ბიჭი, რომელიც ჭიათურაში, დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

ჭიათურაში 13 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი მოზარდი ანრი კურტანიძეა, რომელიც ჭიათურის პირველ საჯარო სკოლაში სწავლობდა. როგორც მეზობლებმა mshoblebi.ge-ს განუცხადეს, გარდაცვლილი მოზარდი აბაზანაში დედამ იპოვა.
ჯერ უცნობია, საიდან გადმოვიდა დენი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

წყარო:მშობლები.ჯი

Facebook Comments