კრიმინალი

თბილისში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა (ვიდეო)

თბილისში, ზურაბ ჭავჭავაძის, ყოფილი შეროზიას ქუჩაზე მესამე სართულის აივანი ჩამოინგრა.

როგორც საქართველოს პირველ არხს მოსახლეობამ განუცხადა, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. შემთხვევის გამო, არ დაზიანებულა არც იქვე, ქუჩაზე მდგარი ავტომანქანები.

ადგილზე სამუშაოები ტარდება, რათა აივნის დარჩენილი ნაწილის დემონტაჟი მოხდეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

Facebook Comments