უცხოური მედია

რუსეთში პენსიონერმა კორპუსის ფასადზე მომუშავე ალპინისტებს ტროსები გადაუჭრა

რუსეთში 70 წლის პენსიონერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა იმის გამო, რომ ალპინისტებს, რომლებიც 9-სართულიანი კორპუსის ფასადს არემონტებდნენ, ტროსები გადაუჭრა. ამის შესახებ რუსული მედია პერმის რეგიონულ საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება.

პენსიონერს ბრალად ედება ხულიგნობა და ორი პირის მკვლელობის მცდელობა. 
გამოძიების ცნობით, პერმში 13 აგვისტოს დილით 28 და 30 წლის ორი ალპინისტი საცხოვრებელი კორპუსის ფასადზე მუშაობდნენ. ერთ-ერთ მცხოვრებს არ მოეწონა მათი ყოფნა თავისი ფანჯრებთან. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პენსიონერმა ალპინისტებს მუშაობის შეწყვეტა მოთხოვა. უარის მიღების შემდეგ, სახურავზე ავიდა და ალპინისტებს დამცავი ტროსები გადაუჭრა.

შედეგად, ერთ-ერთი ალპინისტი მოწყდა, თუმცა რამდენიმე სართულის შემდეგ სათადარიგო ტროსმა იხსნა. მეორე კი, სახურავზე აძვრა და პენსიონერი შეაჩერა. შემდეგ კოლეგა სახურავზე აწია და გადაარჩინა. 

დამნაშავე დაკავებულია .

Facebook Comments