კრიმინალი

სანადირო თოფით დაჭრილი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

ძაღლების გამო დაწყებული კონფლიქტის გამო სანადირო თოფით დაჭრილი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე საკმაოდ მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე ღუდუშაურის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

მედიკოსების თქმით, 17 წლის ბიჭის მდგომარეობა ამ დღეების განმავლობაში არ შეცვლილა და არასრულწლოვნის გადასარჩენად, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები თავისა და ყელის არეში აქვს მიყენებული, ისინი ყველაფერს აკეთებენ. დღეს მკურნალი ექიმები პაციენტის მდგომარეობის შესაფასებლად დამატებითი გეგმური კვლევების ჩატარებას გეგმავენ.

სისხლიანი გარჩევა ძაღლების გამო დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდება. შინაური ცხოველების მეპატრონეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ჯერ ფიზიკურ, შემდეგ სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ფაქტზე დაკავებულია ერთი ადამიანი. მიმდინარეობს გამოძიება.

Facebook Comments