პოსტები სოციალური ქსელიდან

სული არ მიმყვა მგონი კარამდე, გავაღე და…..

,,რისთვის შეიძლება ღამის სამ საათზე დაგიკაკუნონ კარზე?
ჯერ ფიქრობ, რომ კარი შეეშალათ, ან მოგეჩვენა და იტრუნები!
მერე იწყებ ფიქრს, რომ რაღაც ცუდი მოხდა და თან ჩაცმას ცდილობ, თან წამოხტომას…
პარალელურად ხმა ისმის:
– არის აქ ვინმე?
უცნობი ხმაა!
რაღაც ცუდი კი არა, რაღაც ძალიან ცუდი მოხდა, რაკი სამ საათზე მიკაკუნებენ და უცხო ხმაა!
სული არ მიმყვა მგონი კარამდე, გავაღე და:
– სამსუნგის დამტენი მინდაო!
– რა მოდელის და როგორი ფერის? – უნდა მეკითხა, ალბათ!
ბოროტი მე!

დილით გავიგე რომ ყველა მეზობელთან ყოფილა მისული!
დილით გავიგე, რომ ჩვენს ეზოში რომ სახლი გაიყიდა, იმის სარემონტოდ დაიქირავეს, თან სვამს, თან მესიჯობს, თან ცხოვრობს და ზოგჯერ თითო ლურსმანსაც აჭედებს:)

ხოდა, რომ ლანძღავთ ამ ღამის ქალაქის მინისტრ გვარჯალაძეს, ტყუილად იღებს ხელფასს და არაფერს აკეთებსო, აკეთებს, ბატონო, აკეთებს, აცოცხლებს ღამეს – ოღონდ, ჩემი ეზოდან დაიწყო!

დააგდე რა ერთი დამტენი კარის წინ!

ჩემი ბედი რო ვიცი, მერე დააკაკუნებს, სამსუნგის დამტენი მაქვს და სამსუნგი ხომ არ გექნებათო, მკითხავს:(-წერს ფეისბუქ-მომხმარებელი კეშა-კეშა

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

Featured