კრიმინალი

სოხუმში კორპუსიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა

სოხუმში, გუმსკაიას (ყოფილი ბარათაშვილის) ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, მიწის ჩამოშლის საშიშროება გაჩნდა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლების ევაკუაცია მას შემდეგ მოხდა, რაც ორი ავტოფარეხი ჩამოინგრა, გარდა ამისა, კერძო სახლის კედლებს ბზარები გაუჩნდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომლებმა საშიშ ზონაში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინეს. მათი ნაწილი ერთ-ერთ სასტუმროში განათავსეს.

პრობლემები ავტოსამრეცხაოს საძირკვლის ორმოს გათხრამ გამოიწვია, მათივე თქმით, აღნიშნულ ადგილზე მშენებლობა უნებართვოდ დაიწყო.

Facebook Comments