პოსტები სოციალური ქსელიდან

გუშინ გული არ არევია, როდესაც იმ რაღაცას მასპინძლობდა. ხელიც კი არ დაურტყამს კაცისთვის

გუშინ გული არ არევია, როდესაც იმ რაღაცას მასპინძლობდა. ხელიც კი არ დაურტყამს კაცისთვის, რომელმაც იგი “სამარცხვინო და უდონო ჟურნალისტად” მოიხსენია, იდეალურია-მეთქი არ ვამბობ, შესანიშნავად ვამჩნევ ნაკლოვანებებს, მაგრამ მისი საქმიანობა და შეუპოვრობა ძალიან შთამბეჭდავი და დასაფასებელია.”– ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძის ეთერში ნიკა გვარამიას სტუმრობას, რომელმაც ცოტა ხნის წინ ის უდონო ჟურნალისტად მოიხსენია.

“რა აღარ გადაუტანია დიანა ტრაპაიძეს?!

7 ნოემბერს “იმედის” დარბევის წინა ხაზზე იდგა, პოლიციის პირისპირ. 8 ნოემბერს, შიშის მიუხედავად, თავისი პრინციპებისთვის არ უღალატია. “მაესტროში” მუშაობდა ყველაზე სუსხიან პერიოდში.

გუშინ გული არ არევია, როდესაც იმ რაღაცას მასპინძლობდა. ხელიც კი არ დაურტყამს კაცისთვის, რომელმაც იგი “სამარცხვინო და უდონო ჟურნალისტად” მოიხსენია. ახლა კრიპტოვირუსშეყრილ ტელევიზიაში ზის და გადაცემა მობილური ინტერნეტით მიჰყავს. იდეალურია-მეთქი არ ვამბობ, შესანიშნავად ვამჩნევ ნაკლოვანებებს, მაგრამ მისი საქმიანობა და შეუპოვრობა ძალიან შთამბეჭდავი და დასაფასებელია. ძალიან სახიფათოა “პირველზე” თავდასხმა! არ შეიძლება”– წერს ლევან ლორთქიფანიძე.

Facebook Comments