უცხოური მედია

კონორ მაკგრეგორი მორიგ სკანდალში გაეხვა

ირლანდიელმა მებრძოლმა და UFC-ის მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა კონოგრ მაკგრეგორმა დუბლინის ერთ-ერთ ბარში იჩხუბა. TMZ-ის ინფორმაციით, სპორტსმენმა ასაკოვან კაცს მხოლოდ იმიტომ სცემა, რომ ვისკის დალევაზე უარი თქვა.

კონორი ბარში შევიდა და იქ მყოფები სასმელზე დაპატიჟა, ერთ-ერთმა კი დალევაზე უარი განაცხადა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს თუ როგორ ურტყავს მუშტს მებრძლოლი ასაკოვან კაცს.

კონორ მაკგრეგორი ბარიდან დაცვამ გააძევა.

Facebook Comments