უცხოური მედია

ჯულია რობერტსის ძმა, ერიკ რობერტსი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებს

ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯულია რობერტსის ძმას, მსახიობ ერიკ რობერტსს რუსეთის მოქალაქეობის მიღება უნდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

„მინდა მეორე ქვეყნის მოქალაქეობა მივიღო და ეს ქვეყანა რუსეთია. მოუთმენლად ველი, როდის გავხდები რუსეთის მოქალაქე“,-აცხადებს ერიკ რობერტსი.

მსახიობი არაერთხელ არის ნამყოფი რუსეთში და აცხადებს, რომ ეს ქვეყანა ძალიან მოწონს. 

„რუსეთი ძალიან რომანტიკული ქვეყანაა, ის ამერიკას მაგონებს, ყველას გვიყვარს ჩვენი სამშობლო. ყოველ ქვეყანაში ცხოვრებას თავისი ხიბლი აქვს“,-აღნიშნავს რობერტსი.

2002 წელს ერიკ რობერტსი ფესტივალ „კინოტავრის“ საპატიო სტუმარი იყო, მისი თქმით, სოჭი ძალიან მოეწონა გადაწყვიტა, რომ უკან დაბრუნდებოდა.

„აი დავბრუნდი“,-ამბობს რობერტსი. 

Facebook Comments