სამართალი

დეკანოზ მამალაძის ადვოკატებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას განცხადებით მიმართეს. ადვოკატები ამ გადაწყვეტილებას დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობით ხსნიან. 

“დეკანოზის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 6 თვეზე მეტია, რაც მარჯვენა ხელსა და ფეხს ვერ ამოძრავებს. ჩვენ ასევე მივმართავთ საქართველოს საპატრიარქოსა და მის ხელმძღვანელს, უწმინდეს ილია მეორეს, რათა იშუამდგომლოს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე შეწყალებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა დეკანოზ მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ. 

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. 

Facebook Comments